გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებული სამეფო

ფართობი – 242,5 ათასი კვ.კმ
მოსახლეობა – 63,1 მლნ. კაცი (2011 წ.)
დედაქალაქი – ლონდონი
ფულადი ერთეული – გირვანქა სტერლინგი

გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნება:

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო ევროპის ჩრდილო-დასავლეთით, ბრიტანეთის კუნძულებზე მდებარეობს. სამეფო ოთხ ისტორიულ პროვინციას მოიცავს: ინგლისს (მოსახლეობა 53,0 მლნ. კაცი, 2011 წ), შოტლანდიას(5,2 მლნ. კაცი), უელსსა (3,0 მლნ. კაცი) და ჩრდილოეთ ირლანდიას (1,8 მლნ. კაცი).

გაერთიანებული სამეფო ევროპის კონტინენტიდან ჩრდილოეთის ზღვით, ინგლისის არხითა და დუვრის სრუტითაა გამოყოფილი. ქვეყნის ერთადერთი სახმელეთო მეზობელია ირლანდიის რესპუბლიკა.

ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი ბენ-ნევისია, შოტლანდიაში 1343 მ. სიმაღლით.

=> საინტერესოა ბუნებრივი ზონები – ევრაზია

ქვეყანაში გაბატონებულია ოკეანური ტიპის კლიმატი, გრილი ზაფხულითა და რბილი ზამთრით. კლიმატის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს ატლანტის ოკეანე.

სამეფოს უგრძესი მდინარეა სევერნი (354 კმ), უდიდესი ტბაა ლოხ-ნეი (ჩრდ. ირლანდია, 396 კვ.კმ).

ქვეყანაში მხოლოდ 15 ეროვნული პარკია.

მოსახლეობა:

გაერთიანებული სამეფო მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მეოთხე ადგილეა ევროპაში რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის შემდეგ.

ის მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 255 კაცია კვ.კმ-ზე. სამეფო სუპერურბანიზებული ქვეყანაა. მოსახლეობის 91% ქალაქებში ცხოვრობს.

მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებელია. მათ შორის ინგლისელები – ანგლიკანები არიან, შოტლანდიელები – პრესვიტერიანელები, უელსელები – მეთოდისტები და ირლანდიელები – კათოლიკეები.

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო წყობილება:

გაერთიანებული სამეფო კონსტიტუციური მონარქიაა. სახელმწიფოს მეთაურია მონარქი (1952 წლიდან დედოფალი ელისაბედ II). მონარქის ოფიციალური რეზიდენცია ბაქინგემის სასახლეა (ლონდონში). პარლამენტი მონარქის, თემთა და ლორდთა პალატებისგან შედგება. თემთა პალატაში 651 ადგილია. არჩევნები აქ 5 წელიწადში ერთხელ ეწყობა. ამ პალატაში გამარჯვებული პარტიის ლიდერი მონარქის მიერ ქვეყნის მთავრობის მეთაურად ინიშნება. პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია დაუნინგ სთრითის 10 (ლონდონში). პარლამენტის რეზიდენცია, უესთმინსთების სასახლეა (ლონდონში).

სამეფოს ისტორიული პროვინციები მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობენ.
ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია მონარქის დაბადების დღე, რომელიც მონარქის ფაქტობრივ დაბადების დღეს არ ემთხვევა და ტრადიციულად აღინიშნება ივნისის მეორე შაბათს.

ეკონომიკა:

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა ლიბერალიზმს, საბაზრო ეკონომიკისა და დაბალი გადასახადების პრინციპს ეფუძნება. იგი პოსტინდუსტრიული სახელმწიფოა. მშპ-ის საერთო მოცულობით მეექვსე ქვეყანაა მსოფლიოში  და მესამე ევროპაში.

=> საინტერესოა მსოფლიო სამრეწველო კომპანიები

მომსახურების სფეროსი დარგებიდან განსაკუთრებულია საბანკო-საფინანსო საქმიანობა (ლონდონი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო ცენტრია), ტურიზმი, განათლება, საინფორმაციო ინდუსტრია, ტრანსპორტი (ჰითროუს აეროპორტი უდიდესია ევროპაში და ერთ-ერთი უმსხვილესი მსოფლიოში).

ნავთობისა და გაზის მოპოვება ჩრდილოეთის ზღვაში  ხდება. მოიპოვებენ ნახშირსაც.

ბრიტანეთის აეროკოსმოსური მრეწველობა თავისი სიმძლავრეებით მესამეა მსოფლიოში. ქვეყნის ელექტრონული ინდუსტრია სიმძლავრეებით მეორეა ევროპაში გერმანიის შემდეგ.

განვითარების დონით გამოირჩევა სამხედრო ინდუსტრია, საფეიქრო მრეწველობა და კვების მრეწველობა.

ლონდონი:

ლონდონი მსოფლიოს უდიდესი ურბანიზებული რაიონია. იგი სამეფოს უდიდესი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია.

ლონდონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, მდ. ტემზაზე მდებარეობს და 33 ადმინისტრაციულ ერთეულად (მათ შორის სითი) იყოფა. ქალაქის მმართველობას სათავეში უდგას მერი და 25-წევრიანი ასამბლეა. ლონდონის სითის ცალკე მერი ჰყავს, რომლის თანამდებობაც 1191 წლიდან არსებობს.

ლონდონი მსოფლიო მნიშვნელობის საფინანსო ცენტრია ნიუ-იორკთან და ჰონკონგთან ერთად. აქ 80-ზე მეტი ქვეყნის 600-ზე მეტი ბანკია წარმოდგენილი.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]