ბუნებრივი ზონები

ბუნებრივი ზონები

  • არქტიკულ და სუბარქტიკულ სარტყელში მდებარეობს არქტიკული უდაბნოები, ტუნდრა, ტყეტუნდრა. ეს ზონები პოლარული წრის ჩრდილოეთით ვრცელდება. დაახლოებით ოთხ თვემდე გრზელდება პოლარული ღამე. გვხვდება : ხავსები, მღიერები, ღია ფერის პოლარული ყაყაჩო, ალაგ-ალაგ ჯუჯა არყი და კენკროვანთა ბუჩქები, ტყეტუნდრაში – ტანდაბალი ფიჭვი და ნაძვი წვრილი ტანბრეცილი შტამბით. გავრცელებულია ცხოველები : ყარსაღი, თეთრი დათვი, ჩრდლიოეთის ირემი. 
  • ტაიგას უჭირავს დიდი ტერიტორია, სადაც ეწერი, ტორფიანი ნიადაგები და ისლიანი ჭაობებია. მცენარეებიდან ევროპაში გვხვდება ნაძვი და ფიჭვი, აქა-იქ შერეულია არყი და ვერხვი. აზიაში (ურალის მთების აღმოსავლეთით) – სოჭი, ციმბირული ფიჭვი -კედარი, ლარიქსი. ბინადრობს ძვირფასბეწვიანი  სიასამური, მელა, კეთილშობილი ირემი, ლოსი, დათვი, მგელი.
  • შერეული ტყეების ზონა ვრცელდება ევროპასა და აზიის აღმოსავლეთში. აქ არის კორდიან-ეწერი ნიადაგები.
  • ფართოფოთლოვანი ტყეები გავრცელებულია ევრაზიის როგორც დასავლეთ ასევე არმოსავლეთ ნაწილის გარკვეულ უბნებში.
  • ტყესტეპებსა და სტეპებს უკავია კონტინენტის შიგა ნაწილები, ამის გამო არ ქმნიან მთლიან ზოლს.
    ევრაზიის აღმოსავლეთში, გობის ზეგნის აღმოსავლეთ ნაწილში, მშრალი სტეპებია. აქ წაბლა ნიადაგებზე დაბალი ბალახებია.
  • ზოიერი სარტყლის შიდა ნაწილზე ოკეანეები ვერ ახდენენ გავლენას, რის გამოც კასპიისპირა დაბლობი, ცენტრალური და შუა აზია უკავია უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს.
  • სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ზონაში თავისებურებებით გამოირჩევა ხმელთაშუაზღვიური ტყეები, სადაც უმეტესად ნიადაგები ყავისფერია.
  • ტროპიკული სარტყლის ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებს უკავია სამხრეთ-დასავლეთი აზია, ირანის სამხრეთი ნაწილი და ინდის ვაკე.
  • სუბეკვატორული სარტყლის სავანეების ზონა ვრცელდება ინდოსტანის, ინდოჩინეთისა და ინდონეზიის ცენტრალურ რაიონებში.
  • ეკვატორული ტყეები სამხრეთ -აღმოსავლეთი აზიის კუნძულებსა და ნახევარკუნძულებზე ვრცელდება. ჰგავს სხვა კონტინენტების შესაბამის ზონებს.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]