ბიოსფერო და ბუნებრივი რესურსები - კონსპექტები

ბიოსფერო და ბუნებრივი რესურსები – კონსპექტები

1. ბიოსფერო დედამიწის გარსია, იგი მოიცავს ატმოსფეროს ქვედა ფენას, ჰიდროსფეროს მთლიანად და დედამიწის ქერქის ზედა ნაწილს.
2. ბუნებრივი ზონა ხმელეთის ვრცელი ტერიტორიაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სითბოსა და სინათლის, ტენიანობის, ნიადაგის, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს ერთიანობა.
3. დედამიწის ზედაპირზე 13 ბუნებრივი ზონა გამოიყოფა. დედამიწაზე გამოიყოფა :ცხელი(ეკვატორული ტყეები, სავანები და მეჩხერი ტყეები, ნახევარუდაბნოების დაუსახლებელი ზონები), ზომიერი (შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, წიწვოვანი ტყეები ანუ ტაიგა, სტეპები და უდაბნოები) და ცივი (არქტიკული და ანტარქტიკული უდაბნოები, ტუნდრა და ტყეტუნდრა) სარტყლის ბუნებრივი ზონები.


4. ლანდშაფტი რელიეფის, კლიმატის, ნიადაგის, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს რთული ერთიანი სისტემაა.
5. ტაიგა წიწვოვანი ტყეა, იგი გვხვდება ევროპაში, აზიასა და ჩრდ. ამერიკაში.
6. შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები ტაიგის სამხრეთითაა გადაჭიმული.
7. ნოტიო ეკვატორულ ტყეებს (ტროპიკულ ტყეებს) აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ეკვატორული რაიონები უკავია.
8. სტეპის ზონა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროების ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლებშია განთავსებული. მას დედამიწის ფართობის 4-4,5% უკავია. ჩრდილოეთ ამერიკაში სტეპებს პრერიებს უწოდებენ, სამხრეთ ამერიკაში – პამპასს.
9. სავანა სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელშია გავრცელებული და ძირითადად აფრიკაში გვხვდება.
10. ტუნდრის ზონა მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, არქტიკული უდაბნოების სამხრეთით.

=> გამოსცადეთ საკუთარი ცოდნა: ტესტები გეოგრაფიაში

11. უდაბნო უნაყოფო, მცენარეულ საფარს მოკლებული, თითქმის დაუსახლებელი ტერიტორიაა. მას ხმელეთის 22% უკავია. ნალექების რაოდენობა წელიწადში 50 მმ-დან 250 მმ-მდეა.
12. მთებში ბუნებრივი ზონების სიმაღლის მიხედვით ცვლას სიმაღლებრივი სარტყლურობა (ზონალურობა) ეწოდება.
13. დედამიწის გეოგრაფიული (ლანდშაფტური) გარსი ლითოსფეროს, ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი და ერთმანეთზე ზემოქმედებენ.
14. გეოგრაფიული გარემო გეოგრაფიული გარსის ნაწილია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადამიანსა და მის სამეურნეო საქმიანობას.
15. ბუნებრივი პირობები ბუნების ელემენტებია, რომლებიც უშუალოდ არ გამოიყენება მატერიალური დოვლათის წარმოებაში.
16. ბუნებრივი რესურსებიც ბუნების შემადგენელი ელემენტებია, თუმცა ბუნებრივი პირობებისგან განსხვავებით, ისინი საზოგადოებრივი წარმოების პროცესში ნედლეულად, ენერგიის წყაროდ ან ადამიანის უშუალო მოხმარებისთვის გამოიყენება.
17. გარკვეულ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების ერთობლიობა ამ ტერიტორიის ბუნებრივ-რესურსულ პოტენციალს ქმნის.
18. ბუნებრივი რესურსები მრავალფეროვანია. მათ სხვადასხვა ნიშნის მიხევით აჯგუფებენ: მაგალითად, წარმოშობის, დანიშნულების, გამოლევადობა-აღდგენადობის, გამოყენებისა და სხვ.
19. გამოყენების შესაძლებლობის მიხედვით რესურსები არის გამოყენებული, გამოსაყენებელი და პოტენციური.
20. ენერგიას, რომელიც სხვადასხვა სახეობის ბიოლოგიური მასიდან მიიღება, ბიოენერგია ეწოდება.

=> საინტერესოა: ლითოსფერო

21. ეროვნული პარკის მიზანია უნიკალური ბუნებრივი და ისტორიული ობიექტების დაცვა, საგანმანათლებლო საქმიანობა და ტურიზმი.
22. ნაკრძალის მიზანია ბუნების მკაცრი დაცვა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა სპეციალური ნებართვით.
23. აღკვეთილის მიზანია ბუნების დაცვა და შენარჩუნება აქტიური მართვის გზით.
24. ბუნების ძეგლის მიზანია მცირე ზომის განსაკუთრებული ტერიტორიის დაცვა ბუნების თავისებურებების შენარჩუნება.
25. დაცული ლანდშაფტის მიზანია: ლანდშაფტის და/ან ზღვის აკვატორიის შენარჩუნება და ტურიზმის განვითარება.
26. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მიზანია: ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება.
27. საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი 495 892 ჰა-ს შეადგენს, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 7%-ია.
28. 1972 წელს იუნესკომ მიიღო მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია, რომელიც ძალაში 1975 წელს შევიდა.
29. 2010 წლის მონაცემებით , მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი ობიექტების რაოდენობა 911-ს აჭარბებს. მათ შოირს 704 კულტურული ობიექტია, 181 – ბუნებრივი, 26 კი – შერეული ტიპის. ეს ობიექტები მსოფლიოს 148 ქვეყნის ტერიტორიაზეა განლაგებული. საქართველოდან ამ სიაში სამი ობიექტია შესული: ზემო სვანეთი, გელათის მონასტერი და ბაგრატის ტაძარი, მცხეთის ისტორიული მონუმენტები.

=> საინტერესოა: ბუნებრივი ზონები

30. „წითელი წიგნი“ 1995 წელს ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების საერთაშორისო კავშირმა დაარსა.
31. ამჟამად დედამიწაზე 3000-მდე ეროვნული პარკია.
32. ეროვნული პარკებიდან ფართობით ყველაზე დიდია ვუდ-ბუფალოს პარკი კანადაში (4480 ათასი ჰა), რეზერვატებიდან – ცენტრალური კალაჰარის რეზერვატი ბოტსვანაში (5280 ათასი ჰა), ნაკრძალებს შორის კი უსტ-ლენის (14 000 ათასი ჰა) ნაკრძალი რუსეთში.
33. დაცული ტერიტორიების რაოდენობით ქვეყნის ნაწილებს შორის პირველ ადგილზეა ევროპა, ხოლო ფართობით – აფრიკა.
34. ცალკეულ სახელმწიფოებს შორის დაცული ტერიტორიების ხვდერითი წილით გამოირჩევა ინგლისი, სადაც მთელი ტერიტორიის თითქმის 1/3 დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი