ატმოსფერო

ატმოსფერო

1. დედამიწის ირგვლივ არსებული ჰაერის გარსს ატმოსფერო ეწოდება.
2. ატმოსფერო რამდენიმე ფენისგან შედგება. ქვედა ფენას, რომელიც დედამიწის ზედაპირს ებჯინება – ტროპოსფეროს უწოდებენ.
3. სტრატოსფერო დედამიწიდან დაახლოებით 50-55 კმ სიმაღლემდე ვრცელდება. დაახლოებით 25-30 კმ-ის სიმაღლეზე, გვხვდება ჟანგბადის ნაირსახეობა – ოზონი.
4. სტრატოსფეროს ზევით ვრცელდება ატმოსფეროს მაღალი ფენები, მათ შორის იონოსფერო, სადაც ჰაერი ძლიერ გაიშვიათებულია. იონოსფეროს წყალობით შესაძლებელია დედამიწაზე რადიოკავშირის დამყარება, აქ დაფრინავენ კოსმოსური ხომალდები.
5. ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის მეცნიერება მეტეოროლოგია.
6. მზის მიერ სითბოსა და სინათლის გამოსხივებას რადიაცია ჰქვია.
7. სიმაღლის მატებასთან ერთად ჰაერის ტემპერატურა იკლებს – ყოველ 1 კმ-ზე ასვლისას 5-60C-ით ეცემა. ამ დროს ამბობენ, რომ ჰაერის ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი 5-6 გრადუსია.
8. ჰაერის ტემპერატურა გეოგრაფიული განედის მიხედვითაც იცვლება. განედის მიმართულებით ტემპერატურის ერთი გრადუსით შესაცვლელად საშუალოდ 200 კმ-ის გავლაა საჭირო.
9. დღე-ღამის განმავლობაში ტემპერატურის უდიდეს და უმცირეს მაჩვენებლებს შორის სხვაობას ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა ეწოდება, ხოლო წლის განმავლობაში – წლიური ამპლიტუდა.
10. დედამიწაზე ყველაზე მაღალი აბსოლუტური ტემპერატურა +57,80C დაფიქსირებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ქ. ტრიპოლის მიდამოებში, მინიმალური -89,20C ანტარქტიდაში, სადგურ „ვოსტოკში“ 1983 წ. ივლისში.

=> საინტერესოა ლითოსფერო
11. ჰაერის ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტის საშუალებით შესაძლებელია ჰაერის ტემპერატურის განსაზღვრა ნებისმიერი ადგილისათვის. მაგალითად, თუ ზ. დ-დან 500 მ-ზე ჰაერის ტემპერატურა 200 – (1200-500)/1000X6=15,80
12. 1მ3 ჰაერი ზღვის დონეზე 00C ტემპერატურის დროს 1კგ-სა და 293 გ-ს იწონის.
13. ჰაერი თითქმის 15 ტ ძალით აწვება ადამიანსაც, მაგრამ ამ დაწოლას ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რადგან მას ჩვენი შინაგანი წნევა აწონასწორებს.
14. ძალას, რომლითაც ჰაერი დედამიწის ზედაპირსა და მასზე არსებულ საგნებს აწვება, ატმოსფერული წნევა ეწოდება.
15. XVII საუკუნეში იტალიელმა მეცნიერმა, ევანჯელისტა ტორიჩელიმ პირველმა გაზომა ატმოსფერული წნევა სპეციალური ხელსაწყოს – ვერცხლისწყლიანი ბარომეტრის გამოყენებით.
16. ატმოსფერული წნევის გასაზომად შედარებით მოსახერხებელია ბარომეტრ-ანეროიდის გამოყენება . წნევას ზომავენ ასევე თვითმწერი ხელსაწყო ბაროგრაფითაც.
17. მაქსიმალური ატმოსფერული წნევა – 1083,3 მილიბარი ზამთარში დაფიქსირებულია რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, ხოლო მინიმალური – 873 მილიბარი, ფილიპინების კუნძულებთან ახლოს წარმოქმნილი ტაიფუნის ცენტრში.
18. რუკებზე ერთნაირი წნევის მქონე ადგილების შემაერთებელ ხაზებს იზობარები ჰქვია.
19. დედამიწის ზედაპირზე ჰაერის მასების ჰორიზონტალური მიმართულებით გადაადგილებას ქარი ეწოდება.
20. ქარი ყოველთვის მაღალი წნევის ადგილებიდან დაბალი წნევის მქონე ადგილებისკენ ქრის.
21. მეტეოროლოგიურ სადგურებში ქარის მიმართულებასა და ძალას ფლუგერის, ხოლო სიჩქარის ანემომეტრის საშუალებით ზომავენ. ქარის ძალის განზომილებაა ბალი.
22. ბრიზი პერიოდული, დღეღამური ქარია, რომელიც ზღვებისა და დიდი ტბების სანაპიროებთან წარმოიქმნება. იყოფა დღისა და ღამის ბრიზად.
23. მუსონი პერიოდული ქარია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იგი მიმართულებას წელიწადის დროების მიხედვით იცვლის. ზამთარში ქარი ხმელეთიდან ოკეანისკენ ქრის. ზაფხულში კი პირიქით, ოკეანიდან ხმელეთისკენ.
24. პასატები მუდმივი ქარებია და ერთი მიმართულებით ქრის. ისინი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში, 300-იანი განედების მაღალი წნევის არეებიდან ეკვატორისკენ ქრიან, სადაც დაბალი ატმოსფერული წნევაა.
25. დედამიწაზე ქარის მაქსიმალური სიჩქარე დაფიქსირებულია აშშ-ში, მთა ვაშინგტონთან . ქარის სიჩქარემ აქ 104 მ/წმ-ს მიაღწია.

=> საინტერესოა ჰიდროსფერო

26. წყნარი ოკეანის აუზში წარმოქმნილ გრიგალს ტაიფუნს უწოდებენ.
27. თუ მოცემულ ტემპერატურაზე ჰაერს აღარ შეუძლია შეიკავოს იმაზე მეტი ორთქლი, რამდენსაც ის შეიცავს, მაშინ მას ნაჯერი ჰაერი ეწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უჯერი.
28. წყლის ორთქლის რაოდენობას, რომელსაც მოცემულ მომენტში შეიცავს 1 მ3 ჰაერი, აბსოლუტურ ტენიანობას უწოდებენ. იგი ასე გამოისახება: გ/მ3.
29. შეფარდებითი ტენიანობა წყლის ორთქლით ჰაერის გაჟღენთის ხარისხია. შეფარდებითი ტენიანობა არის მოცემულ ტემპერატურაზე 1 მ3 ჰაერში წყლის ორთქლის შემცველობის შეფარდება შესაძლებელ შემცველობასთან.
30. ჰაერის ტენიანობას ხელსაწყოებით – ჰიგრომეტრითა და თვითმწერი ჰიგროგრაფით ზომავენ.
31. განასხვავებენ რამდენიმე სახის ღრუბელს: ა) ფრთა ღრუბლები ყველაზე მაღლა – 7-10 კმ სიმაღლეზე ჩნდება; ბ) გროვა ღრუბლები 2-დან 7 კმ სიმაღლეზე ჩნდებიან; გ) ფენა ღრუბლები ერთფეროვანი, დედამიწის ზედაპირთან ახლოს მდებარე ნაცრისფერი ღრუბლებია.
32. ატმოსფერულ ნალექებს ნალექმზომით ზომავენ.
33. სოფელ ჩერაპუნჯაში (ჰიმალაის მთისწინეთი) ყველაზე მეტი ნალექი მოდის – 12000 მმ წელიწადში, ნალექების უმცირესი რაოდენობა კი ტროპიკულ უდაბნოში, კერძოდ, საჰარაშია დაფიქსირებული – 1 მმ წელიწადში.
34. გეოგრაფიული მდებარეობისა და წარმოშობის ადგილის მიხედვით განასხვავებენ ჰაერის მასების ოთხ ტიპს: ეკვატორულს, ტროპიკულს, ზომიერსა და პოლარულს.
35. ჰაერის მასების ერთმანეთთან შეხვედირისას მათ შორის წარმოიქმნება გამყოფი , სასაზღვრო ზოლი – ატმოსფერული ფრონტი.
36. ამინდის ძირითადი ელემენტებია: ტემპერატურა, ტენიანობა და ატმოსფერული წნევა.
37. მსოფლიოში ამინდის სამსახურის 3 უდიდესი ცენტრია: ვაშინგტონში (აშშ-ში), მელბურნსა(ავსტრალიასა) და მოსკოვში (რუსეთში).
38. წლიდან წლამდე გამეორებად ამინდის ტიპებს, რომელიც დამახასიათებელია მოცემული ადგილისთვის, ჰავა, ანუ კლიმატი ეწოდება. „კლიმატი“ ბერძნული სიტყვაა და დახრილობას ნიშნავს.
39. კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებია: გეოგრაფიული განედი, ჰაერის მასების მოძრაობა და ქვეფენილი ზედაპირი.

=> გამოსცადეთ საკუთარი ცოდნა: ტესტები გეოგრაფიაში
40. რაც უფრო დიდია მზის სხივების დაცემის კუთხე, მით უფრო თბება დედამიწა, ამიტომ ჰავა ადგილის გეოგრაფიულ განედთან ერთად იცვლება.
41. ჰავას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თბილი ზამთარი და გრილი ზაფხული, ტემპერატურის მცირე ამპლიტუდა, ნალექების დიდი რაოდენობა, ზღვიური ჰავა ეწოდება.
42. ოკეანეებიდან და ზღვებიდან დაშორებულ ადგილებში გაბატონებულ ჰავას, სადაც ზამთარი ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი, ჰაერის ტემპერატურის ამპლიტუდა დიდია, ნალექები კი მცირე – კონტინენტური ჰავა ჰქვია.
43. გამოყოფენ 13 კლიმატურ სარტყელს, რომელთაგან 7 ძირითადია, 6 კი გარდამავალი.
44. ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში გაბატონებულია ეკვატორული, ტენიანი ჰაერის მასები.
45. ტროპიკულ სარტყელში ჭარბობს ტროპიკული ჰაერის მასები. ახასიათებს მშრალი და ცხელი ჰავა. აქ გაბატონებულია ხმელეთიდან მქროლავი პასატები, იშვიათია წვიმა.
46. ზომიერ კლიმატურ სარტყელში კარგად არის გამოხატული წელიწადის ოთხივე სეზონი. აქ ზაფხული ცხელია, ზამთარი – ცივი.
47. არქტიკულ და ანტარქტიკულ კლიმატურ სარტყელებში მკაცრი ჰავაა. აქ ჰაერის ტემპერატურა უმეტესად უარყოფითია.
48. გარდამავალი კლიმატური სარტყლების ჰავა მეზობელი ძირითადი კლიმატური სარტყლების ჰაერის მასების გავლენით ყალიბდება.
49. სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში ერთმანეთს ენაცვლებიან ტროპიკული და ზომიერი ჰაერის მასები.
50. სუბარქტიკულ და სუბანტარქტიკულ კლიმატურ სარტყელში მონაცვლეობენ ზომიერი და არქტიკული ჰაერის მასები. ეს კლიმატური სარტყლები ცივი ზაფხულითა და მკაცრი ზამთრით ხასიათდება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]