არგუმენტირებული ესეების დავალებები

არგუმენტირებული ესეების დავალებები

წარმოგიდგენთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ არგუმენტირებული ესეების დავალებებს.
“თქვენი online რეპეტიტორი” გთავაზობთ გამოგვიგზავნოთ თქვენი ესეები ჩვენს ელ-ფოსტაზე ( youronlinerepetitor@gmail.com ) ან უბრალოდ შეავსოთ კონტაქტის ფორმა . თქვენი ესეები განთავსდება ჩვენს ბლოგზე საავტორო უფლებების დაცვით.
გისურვებთ წარმატებებს!

1. საქართველოში საკმაოდ ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევები. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ოჯახური პრობლემაა.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

2. საქართველოში ბევრი არასრულწლოვანი იძულებულია სწავლას თავი დაანებოს და მუშაობა დაიწყოს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

3. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვის აღზრდისას სიმკაცრის გამოჩენა უკეთესი შედეგის მომტანია, ვიდრე მის მიმართ რბილი და ლოიალური დამოკიდებულება.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

4. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოზარდს არ შეუძლია საკუთარი მომავლის სწორად განსაზღვრა და ამიტომ გადაწყვეტილებები მის ნაცვლად მშობლებმა უნდა მიიღონ.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

5. არსებობს მოსაზრება, რომ გარემოს დაცვის მიზანი მხოლოდ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა თუ იქნება, მაშინ გარემო შეიძლება დაუცველი აღმოჩნდეს.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

6. არსებობს მოსაზრება, რომ გლობალიზაცია საფრთხეს უქმნის სახელმწიფოების დამოუკიდებლობას და ეს ახალი ტიპის კოლონიზაციას წააგავს.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

7. არსებობს მოსაზრება, რომ სასკოლო განათლების მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ლიდერის თვისებების ჩამოყალიბება.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

8. არსებობს მოსაზრება, რომ უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირდეს, რადგან ახალგაზრდების დასაქმება სულ უფრო პრობლემური ხდება.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

9. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მმართველ ორგანოებში ქალების რაოდენობის ნიშვნელოვანი ზრდა აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების უკეთ წარმართვისათვის.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

10. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებობს პროფესიები, რომელთა დაუფლებაც მხოლოდ მამაკაცებისათვის ან მხოლოდ ქალებისათვის არის მიზანშეწონილი.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

11. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ტელევიზია.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

12. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სიტყვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

13. საზოგადოების ნაწილი უნიკალური ქართული სამუზეუმო ექსპონატების საზღვარგარეთ გამოფენის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ მათი ტრანსპორტირება გარკვეულ რისკთან
არის დაკავშირებული.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

14. საზოგადოების ნაწილი ისტორიულ უბნებში ახალი მშენებლობების წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ თანამედროვე ნაგებობები ქალაქის ამ ნაწილს იერსახეს დაუკარგავს.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

15. საზოგადოების ნაწილი ზოოპარკების წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ ბუნებრივი გარემოსაგან ცხოველების მოწყვეტა არაჰუმანურია.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

16. საზოგადოების ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ტურიზმის როლის გაზრდის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ დიდი რაოდენობით ტურისტის შემოსვლამ შეიძლება ჩვენი კულტურის უძველეს ძეგლებს საფრთხე შეუქმნას.
არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ამ მოსაზრებას ან უარყავით იგი.

თქვენი online რეპეტიტორი