ამერიკის შეერთებული შტატები

ამერიკის შეერთებული შტატები

ფართობი – 9,3 მლნ კვ.კმ
მოსახლეობა – 315,5 მლნ კაცი (2012 წ.)
დედაქალაქი – ვაშინგტონი
ფულადი ერთეული – დოლარი

გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნება:

აშშ-ს უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარეობას. აშშ სამი ნაწილისაგან შედგეება: ა) ქვეყნის ძირითადი ტერიტორია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილის იკავებს. აქ მდებარეობს 48 შტატი.
ბ) ალასკა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ალასკა აშშ-მა 1867 წელს რუსეთისგან იყიდა და მას შემდეგ მის კუთვნილებაშია. შტატის სტატუსი კი 1959 წელს მიიღო.
გ) ჰავაის კუნძულები, რომელიც წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. 1898 წელს კუნძულები ანექსირებულ იქნა აშშ-ს მიერ, შტატის სტატუსი კი 1959 წელს მიიღო.

აშშ-ის შემადგენლობაშია ასევე ტერიტორიები წყნარ ოკეანესა და კარიბის ზღვაში: პუერტო-რიკო, ვირჯინიის კ-ბი, გუამა, აღმოსავლეთი სამოა.

ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ზომიერ და სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, მხოლოდ ჰავაი და ფლორიდის სამხრეთი ნაწილია ტროპიკულ სარტყელში მოქცეული. ალასკაზე ზომიერი და სუბარქტიკული სარტყელი ვრცელდება.

ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ჰიდროგრაფიული ქსელის სიხშირით ხასიათდება. ქვეყნის უგრძესი მდინარეა მისისიპი მისურით.

აშშ-ში 58 დაცული ტერიტორია – ეროვნული პარკია. პირველი ეროვნული პარკი, იელოუსტოუნი, პრეზიდენტმა ულისე გრანტმა 1872 წელს კანონით დაამტკიცა.

მოსახლეობა:

აშშ მოსახლეობის რაოდენობით მესამე ქვეყანაა მსოფლიოში.

აშშ-მოსახლეობა

აშშ-მოსახლეობა

ეროვნული შემადგენლობის სტრუქტურა მრავალფეროვანია. უდიდეს ბირთვს ქმნიან ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული მოსახლეობის შთამომავალნი. მათი უდიდესი ნაწილი ქრისტიანია, ჭარბობს პროტესტანტები.

აშშ მაღალურბანიზებული ქვეყანაა, მოსახლეობის 82 % ცხოვრობს ქალაქებში, რომელთაც სათავეში მრავალმილიონიანი ნიუ-იორკი უდგას. აშშ-ის ტერიტორიაზე სამი უმსხვილესი მეგაპოლისი ჩამოყალიბდა: ბოს-ვაში (ბოსტონიდან-ვაშინგტონამდე), ჩი-პიტსი (ჩიკაგოდან-პიტსბურგამდე) და სან-სანი (სან-ფრანცისკოდან – სან-დიეგომდე).

აშშ-ის სახელმწიფოებრივი წყობა:

აშშ თანამედროვე მსოფლიოს ერთადერთი სუპერსახელმწიფოა თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პოტენციალით. აშშ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე 1776 წელს გაჩნდა. 1945 წლიდან იგი ბირთვული ქვეყანაა. ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და ნატოს ლიდერი სახელმწიფოა.

ქვეყანაში მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, 1787 წელს მიღებული კონსტიტუცია მოქმედებს. შესაბამისად მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ხელისუფლება კონგრესის ხელშია. 4 ივლისი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია.

პოლიტიკურ-ადმინისტრაციული თვალსაზრისით, ქვეყანა 50 შტატისა და ერთი ფედერალური რაიონისგან (კოლუმბიის რაიონი, სადაც მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ვაშინგტონი) შეგდება.

ეკონომიკა:

მშპ-ს მასშტაბებით აშშ პირველი სახელმწიფოა მსოფლიოში. მისი მოცულობით იგი ევროკავშირის “დიდ ოთხეულს” აღემატება, ხოლო მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მსოფლიოს პირველ 15 ქვეყნის სიაში შედის.

აშშ-ის ეკონომიკის უმსხვილესი დარგია მომსახურების სფერო, მრავალფეროვანი მრეწველობა და მძლავრი აგრობიზნესი.

აშშ-ში მზადდება ყველა სახის იარაღი, დაწყებული საკონტინენტთაშორისო რაკეტებიდან – დამთავრებული ავტომატებით.

ვაშინგტონი:

ვაშინგტონი კოლუმგიის რაიონში მდ. პოტომაკზე მდებარეობს. ქალაქის ისტორია 1783 წლიდან იწყება, როცა კონტინენტურმა კონგრესმა ფედერალური დედაქალაქის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. რვა წლის შემდეგ კი ჯ. ვაშინგტონმა პირადად აარჩია ტერიტორია დედაქალაქის მშენებლობისთის. 1800 წელს მთავრობა ოფიციალურად გადავიდა ვაშინგტონში.

ქალაქის ძირითადი არქიტექტურული იერსახის დაგეგმარება ფრანგ არქიტექტორ ლანფანს ეკუთვნის.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

2. მსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვით

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]