ავსტრალია

ავსტრალია

ავსტრალია

ფართობი – 7,6 მლნ კვ. კმ.
მოსახლეობა – 22,9 მლნ კაცი (2013 წ.)
დედაქალაქი – კანბერა
ფულადი ერთეული – ავსტრალიური დოლარი

გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნება:

ავსტრალიის კავშირი სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს და ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც მთელ კონტინენტს იკავებს. ფართOბით იგი მე-6 ადგილზეა მსოფლიოში, რითაც ცოტათი ჩამორჩება აშშ-ს(ალასკის გარეშე) და თითქმის 32-ჯერ აღემატება გაერთიანებულ სამეფოს.

ავსტრალიას ეკუთვნის კუნძულები: ტასმანი, კინგი, კენგურუ და ა.შ.

ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია კოსციუშკო (2228 მ). მწვერვალს სახელი 1840 წელს პაველ ედმუნდ სტშელეცკიმ პოლონელი ეროვნული გმირის, გენერალ თადეუშ კოსციუშკოს პატივსაცემად უწოდა.

ავსტრალიის დასავლეთი უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. მათ შორის უდიდესია ვიქტორიის დიდი უდაბნო. საერთო ჯამში ავსტრალიის ტერიტორიის ერთი მესამედი უდაბნოა.

ავსტრალიის უდაბნოების ზონაშია აღმართული მსოფლიოს უდიდესი მონოლითი დიდი ბელტი – წითელი მთა აიერს-როკი, რომელიც დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის ფერს.

ავსტრალიის ალპები უმაღლესი მთათა სისტემაა ავსტრალიაში. მისი სიგრძე დაახლოებით 400 კმ, სიგანე 150 კმ, სიმაღლე კი 1700-2000 მ-ია. ალპები ერთაფერთი ადგილია ავსტრალიაში, სადაც რეგულარულად თოვს.

ავსტრალიის უგრძესი მდინარეა მურეი (2590 მ), ხოლო უდიდესი ტბაა ეირი (ფართობი 9 ათ. კვ. კმ).

მოსახლეობა:

ქვეყნის მოსახლეობის დინამიკაში მნიშვნელოვანია მიგრაციის როლი. დღეს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა საკმაოდ ჭრელია.

ავსტრალიაში მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. მსოფლიოში 1 კვ.კმ-ზე 3 კაცს შეადგენს.

ქვეყანაში ურბანიზაციის დონე მაღალია, მოსახლეობის 89% ქალაქებში ცხოვრობს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქრისტიანია.

ავსტრალიის სახელმწიფო წყობილება:

ავსტრალია 1901 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. იგი თანამეგობრობის და არაერთი საერთაშორისო თუ რეგიონალური ორგანიზაციის წევრია, მათ შორის აღსანიშნავია აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭო.

ავსტრალია კონსტიტუციური მონარქიაა. ქვეყანაში 1901 წელს მიღებული კონსტიტუცია მოქმედებს. ეროვნული დღესასწაულია 26 იანვარი, ავსტრალიის დღე.

ავსტრალიის სახელმწიფოს მეთაურია გაერთიანებული სამეფოს მონარქი ელისაბედ II. მონარქი ავსტრალიაში წარმოდგენილია გენერალ-გუბერნატორით.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა პარლამენტი, რომელიც ორი პალატისაგან შედგება: სენატი და წარმომადგენელთა პალატა. მთავრობის სათავეშია პრემიერ-მინისტრი.

ავსტრალია ფედერაციული ქვეყანაა 6 შტატისა და 2 ტერიტორიის შემადგენლობით.

ეკონომიკა:

ავსტრალია პოსტინდუსტრიული სახელმწიფოა. მშპ-ის საერთო მოცულობითა და მისი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით იგი მსოფლიოს პირველ ოცეულში შედის. მშპ-ის ფორმირებაში განსაკუთრებულია მომსახურების სფეროს როლი, ძლიერდება ასევე გადამამუშავებელი მრეწველობის მთელი რიგი დარგების პოზიცია. ქვეყანა სოფლის მეურნეობისა და მოპოვებითი მრეწველობის მნიშვნელოვანი პოტენციალით ხასიათდება.

მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრებია: სიდნეი, მელბურნი, პერთი, ადელაიდა.

კანბერა:

კანბერას მშენებლობა 1913 წელს დაიწყო, საზეიმოდ გაიხსნა 1927 წელს.

კანბერაში ტურისტებისთვის საინტერესო ადგილებს წარმოადგენს: პარლამენტის შენობა, ავსტრალიის ეროვნული გალერეა, ავსტრალიის სამხედრო და ეროვნული მუზეუმები.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი