mweralishota

ავთანდილის საუბარი შერმადინთან განხილვა

ავთანდილმა აღარ დაახანა,”პირი-მზე, ნათელთა მფენელი” შერმადინს კვლავ გაენდო დაუთხრა: დღევანდელი დღე ჩემთვის იმედისა და სიხარულის დღეა, აბა, შენ იცი, თავსროგორ გამოიჩენ, როგორ მიერთგულებო.
როსტევანს ჩემს წასვალზე სიტყვის გაგონებაც არ უნდა, არ იცის, რა მჭირს ან ვისითვსულდგმულობ, მე კი “უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე, ნუცა შინა!”
– უსამართლო საქციელს ღმერთი არავის შეარჩენს, – დასძინა ავთანდილმა. – მე მისიგამწირავი ვერასგზით ვერ შევიქნები, ეს უეჭველია, მაგრამ, დანაპირები თუ დროზე არავუსრულე, მაინც ცრუ და მოღალატე არ გამოვდივარ?! უმისობა ვეღარ მომითმენია,გული მიტირის და მიკვნესის, “არას კაცსა არ იახლებს”, ყველას უკრთის და ერიდება.

“სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,
მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,
გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.”

სიტყვა გამიგრძელდა, მოკლედ მოვჭრი: “აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა”. სანამდრო კიდევ გვაქვს, მომისმინე, რასაც გევედრები, ჩემი დარიგება გულში ღრმადჩაიბეჭდე.
უპირველესად ხელმწიფის სამსახური გმართებს, მთელი სენი სიკეთე და უზადობაუნდა გამოაჩინო. ჩემი ლაშქრის მეთაურობას ხომ ისევე გასწევ, აქამდე რომ გაგიწევია:

“მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების,
ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების!”

მერე, ამასა გთხოვ, სახლ-კარს მიმიხედე, არა ევნოს რა. თუ დავბრუნდი, ვალში არ დაგრჩები. იცოდე, პატრონის სამსახური ფუჭად არასდროს ჩაივლის.
ეს რომ მოისმინა, შერმადინს თვალთაგან მდუღარე ცრემლი გადმოსცვივდა.მარტოობით ჭირს როდი შევუშინდებიო, მოახსენა, “მაგრამ რა ვქმნა, უშენოსა დამეცემისგულსა ბინდი!” რა შენ გადაკარგულს გიგონებდე, ბედშავს მე აქ რაღა გამაძლებინებსო. ერთი მითხარი, სად გაგონილა ამდენ ხანს ყარიბად მარტო სიარული, ან კიდევ გასაჭირში ჩავარდნილ პატრონს ყმა განერიდოს და მხარი არ მისცეს?! არა, მეც თან წამიტანე და, როგორც გენებოს, ისე მიმსახურეო.
– რაგინდ ცრემლი ღვარო, მაინც ვერა და ვერ გიახლებ, – მიუგო ავთანდილმა, – მერედაჩემ მაგივრობას აქ სხვა ვინ გასწევს ან სახლ-კარი ვის დავუტოვო, ვინა მყავს შენებრმისანდო?! ველად გაჭრა მიჯნურის ხვედრია, აბა, მას სადა სცალია შინ კერას მიუჯდესდა თავი დაიბეროს! გაჭრილი მიჯნური ხომ მარტო უნდა იყოს, სისხლისცრემლდანადენი, და მეც, მიჯნურობით გახელებული, თან ვერავის ვიახლებ.
რა გაეწყობა, ასეთია წესი წუთისოფლისა. განა არ ვიცი, რარიგ გიყვარვარ, მაგრამ “ჟამიასრე დამემტერა” და, რასაცა მთხოვ, ეგ არ იქნება, დაიჯერე და დაწყნარდი, გულიდადევ. რა მოგშორდე, არ დამივიწყო და ეგ სიყვარული არ გაგინელდეს. ჩემზე ნუიდარდებ, ვინ რას დამაკლებს, მტერი ქედს ვერ მომახრევინებს. “ხამს მამაციგაგულოვდნეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს”, დასაძრახი საქმის არაფრად ჩაგდება კიმძულს და ვერ ვეგუები.

“მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად,
ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად.
ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად!”

მისი გულისთვის თვით სატრფოს მოშორებას შევრიგებივარ და სხვა რაღა დამაკავებს?! როსტევანის წინაშე ანდერძს დავტოვებ, შენი თავი უნდა შევავედრო: ჩემს გაზრდილს რომ შეშვენის, ისე მოეპყარი-მეთქი. მე თუ ბედმა მიმუხთლოს და:

“მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა,
ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა.

წყარო: http://www.aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი