ავთანდილის მიერ როსტევანისაგან ხელახლა გაშვების თხოვნა - განხილვა

ავთანდილის მიერ როსტევანისაგან ხელახლა გაშვების თხოვნა – განხილვა

გათენდა თუ არა, ავთანდილი შეეკაზმა, შეჯდა და ვეზირის სახლისაკენ გასწია. გზად სულ იმის ფიქრში იყო, ნეტავი, მიჯნურობა არ დამეტყოს, არავინ შემამჩნიოსო. გულსკვლავ ევედრებოდა, მოითმინე, გაუძელიო.

ვეზირმა მოყმე რომ დაინახა, მიეგება, თაყვანი სცა და ქება შეასხა: ჩემს კერას ეს რაეღირსა, მზედ ამომიბრწყინდი! დღეს სასიხარულო ნიშანი მენიშნა და თურმე ამასმოასწავებდაო. ასეა, “ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”. ვეზირმა ცხენიხალისით ჩამოართვა ავთანდილს.

“ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.
ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან,
თქვეს: “სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.

მნახველთ გული მისდიოდათ და ოხვრა-კვნესა ვერ შეეკავებინათ. მისი ჭვრეტით რომჭკუას კარგავდნენ, ესახელებოდათ კიდეც. მოყმემ ვეზირთან განმარტოება ისურვა დაჯალაბობა გაიკრიფა.
– სასახლეში ისე არაფერი მოხდება, რომ შენ არ შეგატყობინონ და მოგესაუბრონ, – უთხრაავთანდილმა ვეზირს, – მეფეს შენი ხათრი აქვს და, რა საქმესაც მოიწადინებ, უარს არგეტყვის.
ახლა ჩემს გასაჭირს გიამბობ და “მკურნე, რაცა მეკურნების”. იმ მოყმის სატანჯველსდავუწვავარ, მისი ცეცხლი მეც ცეცხლად მომდებია. თვითონ ჩემთვის სულიც არდაუშურავს. მისგან ისე ვარ დავალებული, “შეზღვა ხამს შეუზღველისა! ხამს სიყვარულიმოყვრისა უხვისა, უშურველისა”. უნდა წავიდე, უმისობის ატანა მეტი აღრ შემიძლია.

“მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა,
მუნვე დარჩა, დათმობაცა მასთანავე დაება, და!
რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა,
მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო დაებადა”.

როცა ვშორდებოდი, დიდი ამბით შევციფე: კვლავ მოვალ და მოგეშველები, “შენსა მევეძებ ნათელსა”, ვისთვისაც გული დაგბნელებია-მეთქი. ჩემი წასვლის დრომ მოაწია დაამაზედ ვწუხვარ. არას დაგიფარავ, სრულ სიმართლეს გეტყვი: მიმელის და ვერწავსულვარ, გაუნელებელი ცეცხლით სწორედ ამიტომ ვიწვი.

“ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა,
რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!”

ხელმწიფის კარის თავკაცი ხარ და, ფიცით მითქვამს, ეს იცოდე: თუ არ შემიპყრობს,წასვლას არასგზით არ დავიშლი, შეპყრობილი კი რაღად ვუნდივარ, რაში გამოვადგები?მიშველე რამე, სანამ გულს ცეცხლი ერთობ დამიწყლულებდეს. როსტევანს ეახლე და,რაც გითხარი, ჩემ მაგიერ მოახსენე: დიდებულო ხელმწიფეო, ღმერთია მოწამე, ამას რაშიშითა და ძრწოლით შემოგკადრებ-თქო,

“მაგრა მან ყმამა ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან,
გული წამსავე წამიღო, ვერათ ვერ შევინახე, მან!”

ახლა, მეფეო, იგი რომ არ ვნახო, არასგზით არ იქნება-თქო: მთელი არსებით იქა ვარ, “გული მას აქვს გულოვანსა” და უგულოდ აქ რის მაქნისი ვარ! თუ რამეს ვარგებ,უპირველსად თქვენი სახელია, ვერ ვარგებ და, გულს მაინც დავდებ, რაც უნდა იყოს,ფიცს ვერა და ვერ გავტეხ-თქო. ჩემი წასვლა ნუ გეწყინებათ და ნუ დაღონდებით,ღმერთს რაც ენებოს, დაე, ისე იყოს-თქო. იქნებ გაგვიმართლოს და კვლავ გეახლოსთქვენი ავთანდილი, თუ არადა, “თქვენმცა ჰსუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს!”
– მეფესთან რომ არავინ შეგასწროს, სათქმელს ვამოკლებ, – უთხრა მან ვეზირს. – ახლავეწადი და მოახსენე, აბა, შენ იცი, თავს ნუ დაიზოგავ და ისე შემავედრე, სიამტკბილობითგამიშვას. ქრთამად ასიათას ოქროს მოგართმევ.
– შენი ქრთამი შენ გქონდეს, – სიცილით უთხრა ვეზირმა, – შენგან წყალობად ისიცმეყოფა, გამგზავრებას რომ ეპირები! როცა მეფეს მაგას მოვახსენებ, ვიცი, უსათუოდსაბოძვარით ამავსებს, შოვნა ვის მოსწყენია?! მისმა სიკეთემ, იქვე გამათავებს, მგონი,წამიც აღარ მაცოცხლოს! მე ცივ სამარეში ჩავწვები, შენი ოქრო კი შენვე დაგრჩება.
თუ არ მომკლა, ხომ ამიკლო და მიწასთან გამასწორა: ეგ როგორ მითხარი, აგრე რამგადაგრია, რომ უმალვე ვერ მოისაზრე, მაგის თქმა არ ეგებოდაო?! რა ვქნა, აკლებასწყალობა მირჩევნია და სიცოცხლის ფასი ხომ კაცს არა გააჩნია რა! ვერა, რაგინდმისაყვედურო, “არ ითქმის და ვერცა ვიტყვი”. მეფემ კიდევაც რომ გაგიშვას, ლაშქარს რასეუბნები? ნუ გგონია, მოტყუვდნენ და მზე დაგთმონ მოსაშორებლად, მეტადრე, რაკიკარგად იციან, რომ შენი წასვლა მტერთ დაგვითამამებს. არა, “ეგე აგრე არ იქმნების,ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.
– გეტყობა, სიყვარულისა არა იცი რა, – უთხრა ვეზირს ცრემლმორეულმა მოყმემ, – არცფიცი და მეგობრობა გინახავს, თორემ მიხვდებოდი, უმისობით რა გასაჭირშიაც ვარ.ახლა ისღა დამრჩენია, გულში დანა დავიცე.

“მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!
აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს.
ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს.
ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს”.

მეფესა და მის ლაშქარს, ნეტავი, რაში გამოვადგები, მუდამდღე მტირალი დაგონმიხდილი? “სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან”. ეგ შენი რჩევა,ვეზირო, ამ ტანჯულმა გულმა რანაირად უნდა შეიწყნაროს? ჩემს ადგილას კაცი კი არა,რკინაც რომ ყოფილიყო, ტარიელის სიბრალული ცვილივით დაადნობდა: რა უბედობაარ დასტყდომია თავს, რა ჭირი არ გამოუვლია! თითქოს ცრემლი და ვაება ჰკლებოდეს,მეც ბევრი ვატირე, “ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს!”
ახლა, არ გამიშვებენ და, სულერთია, გავიპარები, მივალ, მის წვა-დაგვას გავიზიარებ: “ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად”. თუ გასაძევებლად არუნდიხარ, ვიცი, ჩემი გულისთვის არას გიზამს. მოდი და, რაც უნდა დაგემართოს, თავიგადადე, ნურა სატანჯველს ნუ შეუშინდები!
– შენი ცეცხლი მეც ცეცხლად მედება, – მიუგო ვეზირმა, – მაგ ცრემლს ვეღარ ვუცქერ,გული მელევა, თითქოს სიცოცხლეს ვეთხოვები! რას ვიზამთ, “ზოგჯერ თქმა სჯობსარა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”. მივალ და მოვახსენებ, გინდ მოვკვდე, აღარვნაღვლობ, ჩემი დღეც შენ შეგმატებოდეს.
ეს თქვა და მყისვე სასახლისაკენ გაეშურა. ხელმწიფე მორთულ-მოკაზმული დაუხვდა,მხიარულს სახე მზესავით უბრწყინავდა. ვეზირი შეშინდა, საწყენის მოხსენება ვერშეებედა, შეწუხებული იდგა და საგონებელს მისცემოდა. რა დაგმართია, რა მოხდა, რასშეუჭირვებიხარო, შეშფოთებით ჰკითხა მეფემ
– ვაი, რომ ჩემი ჭმუნვა ჩემს ჭირს შესტოლებია, “არცა ჰმატს და არცა სდიდობს”. რა ვქნა,თქმა მეშინია, მაგრამ მოციქული ხომ შიშს ვერ დაერიდება. მემართლებით, მომკლათ,ამას რომ მოგახსენებთ: ავთანდილი შემოგეხვეწათ, ტარიელთან ისევ გამიშვითო,უმისოდ წუთისოფელი გამცუდებიაო.

“რაცა იცოდა, ყველა ჰკადრა მოშიშრად ენითა,
კვლა მოახსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა,
თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა!
მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა.”

რა ეს მოისმინა, მეფე “გაგულისდა, გაავცნობდა”, ფერი გაუკრთა და შემზარავი იერიდაედო, ვეზირს შესძახა:
– შმაგო, ენა როგორ მოგიბრუნდა მაგის სათქმელად?! ეგეთი შმაგი არამცთუ ვეზირად,სხვადაც არაფრად ვარგიხარ! თითქოს დიდი სასიხარულო ამბავი ყოფილიყოს, ისემოსწრაფებით რომ მომახარე, მაგის მეტს ვინ რას მიზამს, თუ მუხთლად, ღალატით არმომკლა?!
პატრონის წყენას კაცი ნუთუ არ უნდა დაერიდოს და უალაგოდ დაიყბედოს უმეცრულისიტყვა?! ნეტავი, მაგის გაგონებამდე რად არ დავყრუვდი! ერთი იმისგან არ იყომოგზავნილი, უსათუოდ თავს წაგაცლიდი და შენს სისხლს კისრად დავიდებდი!

“წა, უკუდეგ ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი!
შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

დაიხარა და სკამი შესტყორცნა. სკამი კედელს შეელეწა, ვეზირს არ მოხვედრია, მაგრამმაინც გული თითქოს ალმასით დაესერა და მდუღარე ცრემლით ღაწვები დაეწვა.
შიშით ხმა ვეღარ გაეღო, მეფეს გამოერიდა, გულნატკენი “გამოძრწა და გამომელდა”,პირმომცინარე რომ შესულიყო. აი, რა უყო ენამ, რა სირცხვილი და დამცირება აგემა!ვერა, თვით “მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს”.
რა ცოდვა მიმიძღვის ისეთი, რომ ღმერთმა კიდევ ამაზე მეტად დამსაჯოსო, ფიქრობდაგამწარებული ვეზირი. ასეა, ვინც პატრონს გაუთამამდება და საწყენს კადნიერადმოახსენებს, ნახოს, რა შვება-სიამესაც მოიმკის, ჩემს დღეში რომ ჩავარდებაო. ეს რადამემართა, “რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს?!”
გაწბილებული და შეწუხებული მოდიოდა. როცა ავთანდილი ნახა, დაღვრემით დაპირქუშად უთხრა: არ ვიცი, რა მადლი გადაგიხადო, რომ ეგრერიგად გავიხარე! ვაიმე,უებრო ბედში მყოფმა თავი როგორ გავიუბედურე და დავიღუპეო! მერე მოქარგულიენით, თითქოს ხუმრობსო, ქრთამი მოსთხოვა, თუმცა ჯერ ისევ გული უწუხდა დაცრემლი ვერ მოეწურა, პირდაპირ საოცარი იყო! ურცხვად ეუბნებოდა:

“ვინ არ მისცემს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს.
თქმულა, ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს.”

– შავი დღე დამაყენა, – შესჩივლა მოყმეს, – ჩემგან არ ითქმის, რაც იმან მაკადრა: “რასიავე, რა სირეგვნე, რა შლეგობა, რა შმაგობა!” კაცად აღარ ვარგივარ, თავი ვერც კიმიცვნია, ან კი რად არ მომკლა, მიკვირს, როგორ მოითმინა! განა არ ვიცოდი, რაცმომელოდა, და მეტადრე ეს მაღონებს. რა ვქნა, ასეთი ყოფილა ჩემი ხვედრილ ღვთითმოვლენილ რისვას სხვა ვინ დამალვია?! ესეც არ იყოს, რახან ‘შენთვის სიკვდილილხინად მიჩნს”, ჭირი ფუჭად როდი მინახავს.

“ყმამან უთხრა: `აღარ-წასვლა არ ეგების ჩემგან აროს
იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.
ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს,
ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!”

– უტარიელოდ რა გამაძლებინებს, – შესჩივლა მან ვეზირს, – მირჩევნია, ველად გავიჭრადა ნადირთა შორის გავერიო. ან კი ამ დღეში მყოფი მეფისა და ქვეყნის მტერს რანაირადგავუმკლავდები? ნურც ის დაავიწყდება, “სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისაყოლასა”
რაგინდ წყრებოდეს, ერთხელ კიდევ მოვახსენებ ხელმწიფეს, “გული ჩემი ვით იწვის დავით ენთების”, ეგებ გამიკითხოს და გამიშვას. არადა, როცა იმედი გადამიწყდება,გავიპარები და ის იქნება. მე თუ მოვკვდი, ჩემი წილი წუთისოფელიმც დაქცეულა!
მოისაუბრეს. მერე ვეზირმა, ავთანდილს რომ შეჰფეროდა, ისეთი წვეულება გამართა, “უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნნა შვენიერსა შვენიერნი”, სხვა წვეულნიც, მოხუცი თუახალგაზრდა, ერთობ საბოძვარით აავსო. მერე მოყმე გამოეთხოვა, წავიდა და ვეზირისკარმიდამოს მისი შუქი მოაკლდა, “სახლად ჩადგეს მზისა წვერნი”.
პირმზე და ტანსარო ჭაბუკი შინ მივიდა თუ არა, ასიათასი ოქრო, სამასი თავისტავრა-ატლასი და სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი, ნაირფრად რომ ციაგებდა, მაშინვეგამოატანინა და ვეზირს გაუგზავნა. აბა, სიძუნწე და უპირობა რა მისი ხელი იყო?შეუთვალა: რაც მე შენი ვალი მაძევს, მაგიერი რა უნდა შემოგზღო, რომ იგიგადავიხადოო, მაგრამ, თუ ცოცხალი დავრჩი, იცოდე, თავს განაცვალებ, “სიყვარულისიყვარულსა შეგიცალო, შეგიწონო”.
ავთანდილის სიკეთესა და უებრობას რა ენა იტყვის! კაცი იყო, რომ უნდა ისეთი, დახელიც შესაფერისი საქმისათვის მოეკიდა. ვისაც ვინმეზე გული შესტკივა, მოხმარებაცამასა ჰქვია. აბა, მოძმე და მოკეთე რის მაქნისია, თუ გასაჭირში არ შეგეშველა: “ოდესკაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი”.

წყარო: http://www.aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი