ავთანდილის მეორედ წასვლა ტარიელთან - განხილვა

ავთანდილის მეორედ წასვლა ტარიელთან – განხილვა

მზეს რომ დაშორდება, მთვარე გაბადრულია და, რა მიუახლოვდება, გაილევა მისიშუქით დამწვარი, ვეღარ უძლებს და კვლავ გაურბის. ვარდს კი უმზეოდ ფერი ეკარგვისდა ჭკნება, ასევეა მიჯნურიც: “ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს”.
ავთანდილი მიდიოდა და ცრემლს მიაფრქვევდა, სატრფოს მოშორებით გულმდუღრადმტირალი.

“წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,
უჭვრეტდის, თვალი ვერ მოხსნის, თუ მოხსნის, მიხდის ცნობასა.”

გონს ძლივს იკრებდა და ენა ვეღარ დაეძრა, ცრემლთა ნაკადი კი შეუჩერებლივსდიოდა “თვალთაგან მსგავსად დიჯლისა დენისად”. ზოგჯერ მოძალებულ დარდსვეღარ ერეოდა. მოტრიალდებოდა და უკან დარჩენილ სივრცეს გასცქეროდა, თითქოსამით ნუგეშს პოვებსო. მერე ისევ გზას განაგრძობდა, არც იცოდა, საით მიარბევდასადავემიშვებული ცხენი.
– ჩემო, შენგან შორს მყოფმა როგორ არ ვივაგლახო, – შესჩიოდა იგი სატრფოს, – ფიქრითმანდა ვარ და გულიც შენკენ მოისწრაფის, ამ აცრემლებულ თვალებსაც შენი შეხედვასწყურიათ! რა გაეწყობა, უნდა მოვითმინო: “სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომც არდაუძაბუნდეს!” ვიდრე გნახავდე, ვაი, რომ სულ ასე უნდა ვიტანჯო.
თავს მოვიკლავდი, მაგრამ, ვიცი, გეწყინება და ამას ვერა, ვერ ვიზამ, ისღა დამრჩენია, “მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!” მერე ზეცას ახედა და მზეს შეჰღაღადა:

“იტყვის: ჰე მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
ვის გმორჩილოეენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
და ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად.

ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილასოფოსნი წინანი,
შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!
ბროლ-ბადახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი;
და მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი.”

მოთქმა-ტირილით ამას ამბობდა გულმხურვალედ, სანთელივით რომ იწვოდა დადნებოდა. დღით გატანჯულს ღამე სიამეს ჰგვრიდა, მოუთმენლად ელოდა მზისჩასვლას და მთვარის გამოჩენას, ბინდ-ბუნდში ცაზე ვარსკვლავთა აკიაფებას. ღამისმნათობთ მას ამსგავსებდა და შეჰხაროდა, ტრფობის სევდას უზიარებდა.

“მთვარესა ეტყვის: იფიცე სახელი ღმრთისა შენისა!
შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,
შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა,
მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!”

გზად თუ მდინარეს ნახავდა, ცხენიდან ჩამოვიდოდა, წყლის ჭავლს უჭვრეტდა და “მასთანა-ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა”. მერე გადაივლიდა და კვლავგზას გაუდგებდა, სიარულის მოსწრაფე. საცა კლდიან ადგილს წააწყდებოდა, ქურციკსმოინადირებდა და მწვადს შეექცეოდა.
იდგა, თუ მიდიოდა, როცა კი მახლობლად არავინ ეგულებოდა, მუდამ ტირილსა დავაებაში იყო ტანად ალვა და “პირ-მზე, გულ-მარიხიანი” მიჯნური, ია-ვარდივით ნაზსადა მშვენებით სავსე სატრფოს მოშორებული.

“აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,
რას უბნობდის, რას მოსთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა!
ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭკლითა ნახოკარსა.
ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.”

ავთანდილი რომ დაინახა, ასმათი თვალცრემლიანი მოეგება, მისი მოსვლით უზომოდგახარებული. ასეა, “კაცი კაცსა მოელოდეს, მოსვლა დია ეამების”.
ჭაბუკი ცხენიდან ჩამოხტა, მოეხვია და აკოცა, მერე ჰკითხა: “პატრონი, ნეტარ, სად არისდა ვითა?” ქალი მწარედ ატირდა, მისი ცრემლი ზღვას ერთვოდა, და უთხრა: წახვედითუ არა, გამოქვაბულში ვეღარ გაძლო და წავიდა, მას აქეთ მისი არა ვიცი რაო. ასმათისნათქვამი მოყმეს გულში ლახვარივით მოხვდა, შესჩივლა:
– დაო, ეგ რა კაცობაა, მე არ ვეცრუე და თვითონ რაზედ მეცრუა, ფიცი როგორ გატეხა!ერთი მითხარი, თუ “ვერ იქმოდა, რად მიქადა, თუ მიქადა, რად მიტყუა?!” მე ხომუმისოდ სიცოცხლე ჩირადაც არ მიღირს და მოშორებისთანავე რად დამივიწყა, რად ვერგაუძლო გასაჭირს? პირის შეშლას რას მემართლებოდა, ეგ რანაირად იკადრა? თუმცაჩემი უბედო ბედისაგან რა უნდა გამიკვირდეს!
– მართალი ხარ, ეგრე რომ გიმძიმს, – მიუგო ქალმა, – მაგრამ, თუ მეც მოურიდებლადსიმართლე გითხრა, მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევ. დიაღაც, უნდა დაგლოდებოდა,ძმობილი არ გაეწბილებინე, და მაინც იგი ვერ გამიმტყუნებია: რა დღეში ჩავარდა,ჭკუაზე მყოფი, აბა, რას გაიგებს, ან კი რანაირად ითქმის: “ენა დაშვრების, გაცვთების,გულსა შეელმის ლმობილსა!”
მე უბედურ დღეზე გაჩენილს თავად მინახავს და ვიცი, რასაც ვამბობ. რომ ემდურები,ფიცი გამიტეხა და პირი შემიშალაო, მერედა “არ გული უნდა ფიცის და პირისაგასრულებასა?” მოგეხსენება, რა უგულოდაც არის და ოდენ სიკვდილის მოლოდინშია.

“გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან,
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
შენ არ გინახვან, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია.
არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შემაძრწენია,
დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია;
თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია.”

– წასვლის წინ ვკითხე, ავთანდილი რომ მოვიდეს, რა ქნას, მის დობილს მასთან რასმიბარებ-მეთქი. მან ასე მიპასუხა, გულდამწვარმა და ცეცხლმოდებულმა: რასაცდავპირდი და შევფიცე, არ ვუმტყუნებ, არ ვეცრუები, რაგინდ გამიძნელდეს, შორს არწავალ, დათქმულ დრომდე დავიცდიო, მახლობელ მიდამოებში მეძებოს და, თუმკვდარი მნახოს, დამიტიროს და დამმარხოს, ხოლო “ცოცხალი დავჰხვდე, უკვირდეს”,არა მგონია, მომესწრასო.
იმ დღიდან მზე აღარ მინათებს, ქედს იქით მიფარებული. ერთობ კვნესა-ვაებასმივსცემივარ და ცრემლთა ნაკადით მიწას ვალბობ. ვაი, რომ ბედშავი სიკვდილსაცდავვიწყებივარ!

“ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.
აწ ზარანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია,
თუღა მოჰნახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია”.

– ეგ მართალია, მის სამდურავს რომ არ მიწონებ, – უთხრა ავთანდილმა, – ოღონდ ისიცნუ გავიწყდება, რაც მე სამისოდ, “ტყვესა ტყვისად”, მიჯნურს მიჯნურის გულისათვისჩამიდენია. “გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად”, და დღედაღამდაუცხრომლად მასზე ფიქრით მივლია, ყოველივე დავთმე, არაფერს დავრიდებივარ,თვით სატრფოს მოშორებასაც:

“ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის-ფერსა სცვენ და ჰბურვენ,
მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ”.

არც ღვთის სწორი ხელმწიფე დავინდე, “მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა წყალობისამთოველი”, ამაგი ასე ავად გადავუხადე: ვუორგულე და გამოვეპარე, მოვიმდურვე დადავამწუხრე, მის შემცოდეს ღმერთი რა სიკეთეს დამაყრის!
დაო, ყველაფერი ეს ხომ მისი გულისთვის ჩამიდენია, მასთან მომიხაროდა, აი,მოვსულვარ კიდევაც და რას ვხედავ: აქ აღარ არის, სადღაც გადაკარგულა, “ვიწვიცეცხლითა ვისითა, ცუდ-მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა”.
ახლა, რაც გვითქვამს, ეს ვიკმაროთ, დრო აღარ ითმენს, უნდა გავეშურო. ბრძენთასიტყვას ვერწმუნები და “არ ვინანი გარდასრულსა”. წავალ, ვძებნი, ან ვიპოვი და ანსიკვდილს მოვიადრებ. რა გაეწყობა, ასეთი ბედისა ვყოფილვარ!
ამის მეტი არა უთქვამს რა, ცრემლმორეულმა გამოქვბული დატოვა, მდინარე გადალახა,შამბნარი გაიარა და გაიმინდვრა. “ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის-ფერსა ვარდსაზრვიდა”.
ბედს შესჩიოდა, ამ გასაჭირში რად ჩამაგდეო. მერე ღმერთს შეჰღაღადა: რა შეგცოდე,რომ ესოდენ მწარე ბედი მარგუნე, “რად გამყარე მოყვარეთა”, ასე რად გამიმეტე,რომ “ერთი ორთა მგონებელი” დაღუპვის პირას მივსულვარ, თავი მოსაკლავად აღარმეწყალვისო!

“მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა,
იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა,
მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა,
სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა!”

მოძალებულ სევდას ებრძოდა, თავს იმხნევებდა: რა გასაჭირშიაც იყოს, თუ კაციგონიერია, უნდა ახსოვდეს, რომ ცრემლი და ვაება არას არგებს, უმჯობესია ის განსაჯოსდა გაიაზროს, საქმეს რარიგად ეშველებაო, “აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისალერწამ-ტანისა.”
ტირილი მაინც ვერ დაეთმინა, ცრემლს მიაფრქვევდა და მიდიოდა, ეძებდა, უხმობდა,ღამეს დღესავით ათენებდა. სამი დღე ასე იარა და “მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი,ტყე-ველი”, მაგრამ მის კვალსაც ვერსად წააწყდა.
ჭმუნვამ ხელი ისევ დარია, დაიჩივლა: “ღმერთო, ეგზომ დიდი რა დამიშავებია შენთვის,რომ ასეთ სატანჯველს მიმეციო, გევედრები, შემიბრალე და ეს მაინც მიყავ: “დაამოკლენდღენი ჩემნი, ჭირი ამით მომილხინე!”

წყარო: http://www.aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი