ავთანდილის ანდერძი როსტევან მეფის წინაშე - განხილვა

ავთანდილის ანდერძი როსტევან მეფის წინაშე – განხილვა

დაჯდა და ანდერძსა წერდა თბილად, გულის შემძრავად:
– მეფეო, მის საპოვნელად მივიპარები ვინც ცეცხლი მომიდო და ვის უნახავადაც ვეღარგამიძლია. შემინდევ და ღვთიური მოწყალებით გზა დამილოცე. ვიცი, ამ ჩემსგანზრახვას ბოლოს არც შენ დამიგმობ: “კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესამოყვარულსა”
გავკადნიერდები და პლატონის შეგონებას შეგახსენებ: სიცრუე და ორპირობა ჯერ აქხორცს ავნებს, მერე კი იქ სულს აწამებსო.

“რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა,
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილასოფოსთა ბრძნობისა!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.”

ხომ წაგიკითხავს, თვით ღვთის მოციქულნი რას ამბობენ სიყვარულზე, როგორ აქებენ დაადიდებენ?! ეჟვანივით ამასა ჟღერენ, სიყვარული აღგვამაღლებსო. რად არ გინდაგულისყური მიაპყრო და დაიჯერო? შენ ვერ დამირწმუნებიხარ და უსწავლელნიროგორღა დავარწმუნო!
– რაოდენ გამწყრალიც იყო, მაინც მომიტევე, რომ ხათრი ვერ გაგიწიე და შენს ბრძანებასგადავუხვიე. რა უნდა მექნა, როცა იმ მოყმნისაგან გულდატყვევებულს საამისოდძალ-ღონე აღარა მქონდა: “აწ წასვლა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა!” რაკისაწადელს ვეწევი, სადაც გინდ ვიყო, აღარა ვნაღვლობ, ყოველგვარ გასაჭირს ავიტან,როგორც მამაცთა წესია.

“ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
იგი გაჰხდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.”

მზის შუქს რომ ვერ იხილავს, “ია ხმების, ვარდი ჭნების”, უცხო და ტურფა საჭვრეტელითვალს ხიბლავს და იტაცებს. მეტადრე მე როგორ გამეძლო უმისოდ, რაღად მინდოდათავი ცოცხალი?! ამიტომ ვერ დავემორჩილე შენს ნებას, ავდექი და წავედი, რათა მის დაჭრილ გულს რამე ვუშველო.
ასეთი ყოფილა ღვთის ნება-სურვილი, ყველასათვის გარდაუვალი რამ, მის გარეშე რომქვეყნად არაფერი ხდება. ამიტომ წუხილს ნუ მიეცემი, ცრემლი და ვაება, აბა, რასგარგებს?!

“რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,
გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;
თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად;
მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად.”

– მეფეო, მომკალ, თუ ეს სიტყვა ვინმემ გამიმტყუნოს! ჩემი წასვლით რად უნდადაღონდე, განა ურიგო გზას დავსდგომივარ?! რა ვქნა, “ვერ ვეცრუები ვერ ვუზამ საქმესასაძაბუნოსა”, თუ აქ არა, იმქვეყნად ხომ მაინც შევხვდები და პირშერცხვენილმა რაღაპასუხი მივსცე?

“არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!”

მოძმისა და მოკეთის დაუვიწყებლობა არ ეგების, ჩვენი ვალია და ზედმეტად ნურავისმოეჩვენება. ცრუსა და მოღალატეს ხომ ვერა და ვერ ვიტან! აბა, მითხარი, “მასხელმწიფესა მზიანსა” როგორღა ვეცრუო?! მოგეხსენება, ამპარტავანი და საშურ საქმეზედზანტად მიმავალი ვაჟკაცი ერთობ დასაგმობია.

“რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭელსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

– ახლა კიდევ, თუმცა ამის თქმას ვშიშობ, მაინც უნდა გავბედო და გითხრა. შეიძლება ამ საქმეს შევეწირო კიდეც, მაგრამ ცდება, ვინც სიკვდილს წამდაწამ არ მოელის, იგი ხომყველას ანაზდად ეწვევა და დღეს ღამედ უქცევს.
სიკვდილი არავის და არაფერს ერიდება, მისი მსახვრალი ხელი ყველას განურჩევლადმუსრავს და ამიწებს. საზარელია სიკვდილი, მაგრამ შერცხვენილ სიცოცხლეს მაინც ისასჯობია.

“ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი,
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

ვინ იცის, იქნებ ცოცხალმა ვეღარც გიხილო, სამარადჟამო სამყოფელში დავისადგურო.თუ ყოვლის დამამხობელმა საწუთრომ დღე მომისწრაფოს და უცხოობაში ყარიბადმოვკვდე, მშობლისაგან დაუტირები და დაზრდილ-მისანდოთაგან შეუსუდრავი, აი,მაშინ შემიწყალოს შენმა მოწყალე გულმა! უთვალავ სიმდიდრეს ვტოვებ და გევედრები – უპოვართ და გაჭირვებულთ დაურიგე: “ჩემი ჩემთვის წარსაგებლად” ნურა დაგეშურებარა:

“მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები:
მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.”

რაც სამეფო საგანძურისთვის თავად არ ინდომო, ერთობ გაეცი, რომ ჩემ მოსაგონრადხიდნი და პალატნი ააგონ. თუ არ შენ, სხვა ვინა მყავს “ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად”,სულის მეურვედ?!
– მივდივარ, ამიერიდან ჩემს ამბავსაც ვეღარ შეგატყობინებ. ამიტომ ვბედავ დაწერილით გეხვეწები გზა დამილოცო. თუ მაინც ეშმაკეულმა ძალამ მიმსხვერპლა, “შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის!”
ჩემი რჩეული მსახური შერმადინი შენთვის ჩამიბარებია და, გევედრები, ნუ დამიჩაგრავ, “ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა”. მაინც წლევანდელწელიწადს ხომ ჭირი და ვაება სამისოდ ჭარბად აქვს, წყალობით ანუგეშე, ჩემგანწყალობას ჩვეული.

“გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა.
აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა!
ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა,
სუფევითამც ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!”

წერა რომ დაასრულა, ანდერძი შერმადინს მისცა და უთხრა: შენებურად ჭკვიანურადმოახსენე და მიართვი, ვიცი, ვერავინ გაჯობებს, რაგინდ სამსახურიც იყოსო. მერემოეხვია და სისხლის ცრემლით ატირდა.

წყარო: aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]